თბილისში ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე.
თუ
ვიმსჯელებთ აქსიომიდან გამომდინარე, რომ ლამაზი ადამიანები ადვილად არ უყვარდებათ
და თუ ეს ყოველივე აქსიომაა (რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება), მაშინ ყველაფერი
ისე უნდა მოვყვე, როგორც იყო და არა ისე, როგორც ასეთი ამბები უნდა სრულდებოდეს.
იმ დღეს
სიყვარულზე აიტეხა ფიქრები და დაასკვნა, რომ ამდენი ხანი თუ ვერ ივიწყებს მის
სახეს, თვალებს, გამოხედვას, ესე იგი, უყვარს. სიგიჟეა. წამიერი გატაცება,
შებყრობა. აბა, როგორ უნდა გამოიტანო მსგავსი დასკვნები სრულიად უცნობ ადამიანზე,
რომელიც ამდენი ხანია არ უნახავს?! არც იცნობს და საერთოდაც!!!
დილიდან
წავიდნენ ოლიკო და მართა ქუჩის გამოფენა-გაყიდვაზე გვერდით უბანში. დადიოდნენ რიგებს შორის და უხალისოდ
ათვალიერებდნენ დახლებზე დახვავებულ ნივთებს. ოლიკო ფიქრებით ვერ წყდებოდა ”მას”, სამუელს.
აინტერესებდა, კიდევ ნახავდა თუ არა, თუნდაც შემდეგ ცხოვრებაში, სადაც ორივე კატებად
გადაიქცეოდნენ.
სად იყო
და სად არა, ერთ კაცს გადაეყარნენ, რომელიც ასანთებს აგროვდებდა. ალბათ ეს იყო
მისი ძირითადი საქმიანობა, რადგან იმდენი ასანთი ეწყო მაგიდაზე და სხვა მყიდველებს
ისე გულიანად უხსნიდა თითოეულის ისტორიას, რომ გაბრუებულებს (საუბრითაც და
გოგირდის სუნითაც) ერთი სული ჰქონდათ გასცლოდნენ კოლექციონერს. ქართულ-კომუნისტური
ასანთიც იქ იყო. ყვითელ ფონზე მოხტუნავე, კოხტა ზებრა. ოლიკომ სიცილი ვერ შეიკავა.
კაცმა ახედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. შერცხვა, ალბათ ეგონა მის ახირებას დასცინა.
სადღაც ესეც იყო.
თავი რომ
ასწია, მარტო იჯდა. მისი მეგობარი ვერ იპოვნა. ალბათ ეგონა შორიახლოს
მიყვებოდა. ძებნა დაუწყო, მაგრამ უფრო დაიკარგა.
ბოლოს
ფერად სკამებთან ამოყო თავი. იმდენად წუხდა, რომ სამუელიც გადაამავიწყდა. ტრიალებდა,
მაგრამ ნაცნობს ვერაფერს ამჩნევდა. ახლა ისე იყო, როგორც საერთოდ, ცხოვრების
გზაზე. თითქოს მარტო, თითქოს მიტოვებული, (განგებ) დატოვებული.
უცებ,
უკნიდან წელზე ვიღაცის ხელი იგრძენო. გვირაბისბოლო სინათლეც გამოჩნდა. როგორც იქნა
იპოვეს. ბედნიერი სახით შებრუნდა, მაგრამ უფრო სახტად დარჩა. მის უკან სამუელი იდგა
და უცინოდა. ისევ ისე, როგორც პირველად.
- გამარჯობა.
- აქ რას
აკეთებ? - აზრზე ძლივს მოვიდა.
- აქ
ვმუშაობ. შენ რას აკეთებ აქ მარტო?
- მე...
დავიკარგე. - გაინაზა და დაიმორცხვა. სასაცილო სათქმელია.
- მე რით
შემიძლია დაგეხმარო? – ”აი, ისევ ისე მიყურებს”, უთხრა საკუთარ თავს. ”რა იყო,
მაბამს?” გაუღიმა და უარი უთხრა ყველანაირი სახის დახმარებაზე. არადა სულაც არ
იცოდა სამუელმა როგორ სხვანაირი სახის დახმარება ესაჭიროებოდა მისგან, თავადაც რომ
ვერ გაეუგო.
- ოლიკოო!!!
- მოესმა უკნიდან. მიტრიალდა. მართა ეძახდა, ხელებს უქნევდა. ოლიკომაც ხელი
დაუქნია. „როგორც იქნა“, - გაიფიქრა. გარედან სულ ხურდა და დარწმუნებულიც იყო
სახეზე წითელი ფერი ედო, მაგრამ შიგნით, თითქოს თავიდან ფეხებამდე ძალიან, ძალიან
ცივი წყალი გადმოაღვარეს.
- აი,
როგორც იქნა. - გაუღიმა და ტუჩებზე შეხედა.
- ჰო, როგორც
იქნა.
- უკან მართას გახედა.
- ეს ვინაა?
- ჩემი მეგობარი. ახლა უნდა წავიდე. - შებრუნება სცადა.
- გინდა
ხვალ შევხვდეთ? დრო თუ გექნება და სურვილიც, რა საკვირველია! -
თავისკენ მიაბრუნა. ოლიკოს ენა დაება.
- რატომაც არა?!
- მაშინ, ხვალ,
4ზე. ლიტერატურულ კაფეში. ჰომ იცი სადაცაა?
- რა თქმა უნდა.
- ხვალამდე.
- ისევ „ისე“ გაუღიმა.
- ხვალამდე. - გაეკრიჭე
ოლიკოც და გამობრუნდა. ნაბიჯებს ადგამდა, მაგრამ თვალებს უკანაც კი გრძნობდა სამუელს.
უკან მოუხედავად მივიდა მართასთან.
- ვინ
იყო?
-
სამუელი.
- შენი
სამუელი? ძაან სიმპატიურია. - ხელი გადახვია მართამ და ნელა წაიყვანა.
- მგონი
პაემანი დამინიშნა. - შოკში იყო ოლიკო.
- ეგ
როგორ კაცო?! მგონი? - გაეცინათ.
- ხვალ
ოთხზეო, ლიტერატურულში.
-
აააააა.... - შეჰკივლა. - ხვალ დიდი დღეა ანუ!
...
დიდი დღე
არა, ეს ისეთი დღეა რომელსაც ყველა ელოდება. ოდესმე რომ მოვა, აუცილებლად. ზუსტად
იცი რას ითხოვ, ზუსტად იცი რას ელოდები, მაგრამ არასდროს იცი, მიიღებ თუ არა.
ოლიკო დათქმულ კაფეში შევიდა და მაგიდებს თვალი შეავლო.
იქ არ იყო.
კუთხის №9 მაგიდა აარჩია და დაჯდა. მიმტანმა
პორტუგალიური აქცენტით ჰკითხა რაღაც. არ უსმენდა. უბრალოდ უთხრა, მეგობარს
ველოდებიო და მაშინვე გაეცალა. იმდენი სუნამო ესხა, რომ ირგვლივ მხოლოდ მისი სუნი იდგა.
გული უფეთქავდა საშინლად ჩქარა. ფიქრობდა: ”ის მოვა, ის მოვა. სასაცილოა. ეშმაკმა
დალახვროს!!!” (და ეღიმებოდა). ისე ერეოდა შემოდგომის ფრთხილი სუნთქვები, გრძნობდა
ახლა ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა. ისე მართლა, ისე ნამდვილად. სამუელი რომ მოვიდოდა
შეეძლო პირდაპირ, მოურიდებლად ეთქვა: ”I want you. I want you so bad.”
აი,
კარგი გაიღო და ის შემოვიდა. დაინახა. ოლიკოსკენ წავიდა. მოსვენება სულ მთლად დაეკარგა
ყველაფერს. ისეთი ძაბვით მოდიოდა სასიცოცხლო ძალა, ლამის გაეთიშა.
- როგორ
ხარ? - პირდაპირ ჰკითხა სამუელმა.
- კარგად,
შენ?
- მე, რავიცი.
რაღაც პრობლემები მაქვს შეყვარებულთან.
- შეყვარებულთან
?!
- ერთიანად ჩამოცხა ოლიკოში. იმდენად გაუქრა ყოველგვარი მოლოდინის იმედები.
- ჰო. თავს
დავდებ, შენც გყავს ვინმე თბილისში. - რატომღაც არ გაუკვირდა კითხვა. მშვიდად იყო.
- ჰო.
- თვალები დახარა. იხტიბარს არ იტეხდა.
- რა ჰქვია? -
ძალიან უსინდისოდ ჰკითხა.
- გიორგი.
- ოლიკომაც თავხედურად უპასუხა.
- გიორგი?!
გიორგი!!! - გაიმეორა. ტუჩებზე შეხედა.მზერამ დასწვა. ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა
დამშვიდებას. წინ მთელი საღამო იყო.
- მითხარი, აქ
რატომ ვართ? - სულსწრაფობა მოერია ოლიკოს.
- უბრალოდ,
გუშინ ისე გამიხარდა შენი სახის დანახვა... - მოეჩვენა, რომ სიტყვა აღარ დაამთავრა. ოლიკომ
არაფერი უპასუხა. გაუღიმა.
ცოტა ხნით
აღარფერი უითქვამთ.
- შენს
შეყვარებულს მოუყვები ჩემზე? - ამ კითხვამ ერთიანად დააბნია კიდეც და გააბრაზა ოლიკო.
ამიტომაც შეუბრუნა.
- შენ მოუყვები
ჩემზე?
- არ ვიცი.
- გამოხედვა ეშმაკური ჰქონდა.
- რატომ?
- გაჯიუტდა.
- ხომ გითხარი. ახლა
პრობლემები გვაქვს. დილით თავის ნივთებს ალაგებდა სახლიდან რომ გამოვდიოდი.
- გაეცინა სამუელს.
- მე რაც
შემეხება, ჯერ კიდევ 3 დღე მაქვს გაფრენამდე. რამეს მოვიფიქრებ. - ოლიკომაც გაუცინა.
ამ დროს იგივე მიმტანი მიუახლოვდათ და იგივე კითხვა
დაუსვა. სამუელმა ყავა და პორტუგალიური ანანასის ეკლერი შეუკვეთა. მიმტანი წავიდა
თუ არა, ოლიკოს ჰკითხა:
- არ
გინდა შენს ენაზე რამე მითხრა? მნიშვნელობა არ აქვს.
მაინტერესებს როგორ ჟღერს.
- ჰო, ნება
მომეცი დავფიქრდე.. - დროს სპეციალურად წელავდა. ის ისევ ტუჩებზე ურებდა
და ისეთი, ისეთი შავი და ბრჭყვრიალა თვალები ჰქონდა. შეიჭრა მასში. ოლიკოს შეეძლო
ნებისმიერი რამ ეთქვა და შემდეგ სულ სხვანაირად გადაეთარგმნა. მაინც ვერაფერს
გაიგებდა. არც კი იცოდა როგორ ჩაეტია სიტყვებში ის ყველაფერი, რასაც გრძნობდა, ოლიკოს
წუთიერი ყოფნა. წამი საუკუნედ მოეჩვენა. სამყაროს ცენტრი სამუელში იყო გადასული,
რომლის სადავეებიც ეპყრა.
- ერმ..
ასე არასდროს მდომებია შენი დაკარგვა, როგორც ამ ადრიანი გაზაფხულის მსგავს შემოდგომას..
- ფრთხილად შეწყვიტა ბგერები და შეხედა. რეაქციას ელოდებოდა.
- ლამაზია.
რას ნიშნავს?
- ვერ გეტყვი. – სულაც
არ იყო დაბნეული, მშვენივრადაც იცოდა რას უპასუხებდა.
- რატომ?
სიყვარულს შეეხება? - სამუელი შემპარავი იყო ხმაშიც და მზერებშიც.
- არა, არა,
სულაც არა. ღმერთო ჩემო! - თავის ქნევას მოჰყვა.
- ვხუმრობ. -
გაიცინა.
- რა თქმა უნდა.
- ოლიკოსაც გაეცინა. გაუხარდა, ბედნიერი იყო, მის ყველა ნაწილს უხაროდა აქ, მასთან
ყოფნა. თვალები დაიწვრილა და ისე შეხედა. მერე არ უპასუხია. თავი ჩაიღო და
შეკვეთილის ჭამას შეუდგა. ოლიკომ ცხელი ყავის ყლუპი მოსვა და თან ჩააყოლა დროის
დაკვირვებები, სხეულისა და სულის ანატომიები. აცოცხლებდა თუ კლავდა?! მისი ყურება ავსებდა,
ისიც ისეთი სრულყოფილი იყო, ასაფრენად მზა. ოლიკო თავის თავს უმეორებდა: ”შენ
ბედნიერი ხარ. ბედ-ნი-ერ-ი ხარ ...”
უბრალოდ სიამოვნებდა
სიახლოვე და გრძნობდა რამდენად აუცილებელი იყო ეს მითვის. ასეთი რამ ხომ ჯერ არც
დამართნოდა?! არც უფიქრია მსგავს რამეზე და ალბათ სინანულის გრძნობაც არასდროს დასტანჯავდა.
სამუელიც
ბედნიერი იყო აქ, მის წინ რომ იჯდა. ხოლო იქ, თბილისში, ერთი ბიჭი, გიორგი,
ყველაზე მეტად ელოდებოდა ოლიკოს დაბრუნებას:
” -
მომეწყინა, მაგრად თან. უშენოდ.
- მალე
ჩემოვალ. - ამშვიდებდა და თავს ზედაპირულობას ატყობდა.
-
მომენატრე.
- მეც.
- სულ
ჩვენ შეხვედრაზე ვფიქრობ, როგორ იქნება.
-
აეროპორტში არ დამხვდე.
- კარგი.
- ძალიან თბილი და მზრუნველი იყო. - რამე გჭირს? რაღაც ისე ვერ მელაპარაკები.
- ხო,
დავიღალე. თან მგონი ცოტა მეც მოვიწყინე. - ატყუებდა. უსინდისოდ კარგად ატყუებდა.
-
მოგენატრე?
- ხო. - და
სხვა თემაზე გადაჰქონდა საუბარი. ”
სამუელი კი, ისეთი რეალური იყო იმ მომენტში.
ახსენდებოდა ჰელენ კელერის სიტყვები, რომ ის რაც ძლიერ გიყვარს და გე-ლამაზ-ება,
კი არ უნდა დაინახო, არამედ შეეხო და მთელი გულით შეიგრძნო. ჰოდა, ოლიკოსაც რაღაც
უსახელო უნდოდა. ხედავდა როგორ ხარბად იჭერდა სამუელი მის ღიმილებს, მზერებს. არ
იცოდა საით მიდიოდა, ან სად მიექანებოდა ყველაფერი.
მხრებში გაიშალა და მოდუნდა. ოლიკო დაწყნარდა და
პულსიც ჩადგა. ელოდებოდა, რამე სერიოზულ თემაზე ისაუბრებდნენ, თუმცა ესეც ეკიდა,
მთავარი იყო - ერთად იყვნენ. სამუელმა არაუხერხული სიჩუმე დაარღვია და ოლიკოს
უთხრა :
- დღეს
დედაჩემი ჩამოდის ესპანეთიდან.
- ძალიან კარგი.
- აეროპორტში
უნდა დავხვდე. ჯობია ახლავე გავიდეთ. - თავი გაუქნია. გამოვიდნენ. გაცილებაზე უარი უთხრა, რადგან მარტო
გავლა და ფიქრით ტკბობა ერჩევნა. სამუელი უხმოდ და უძრავად იდგა ოლიკოს წინ.
უბრალოდ უყურებდა თვალებში. ცდილობდა ამ ბრჭყვრიალა თვალების ”გეგმები” ამოეკითხა
და გაეშიფრა. არცერთმა არ იცოდა რა უნდა ექნათ. არც მომენტის გაფუჭება უნდოდა
რომელიმეს.
- მადლობა,
ყველაფრისთვის. – ოლიკომ ამოღერღა.
- არაფერს.
- მშრალად
უპასუხა სამუელმაც.
ოლიკო ფეხის წვერზე აიწია და მარცხენა ლოყაზე აკოცა.
სანამ უკან ჩამოიწეოდა და ისევ მიწას დაეყრდნობოდა, ბიჭმა ხელები ასწია და ლოყებზე
მოხვია. თავი ოდნავ მარჯვნივ მიაბრუნებინა და ტუჩებში აკოცა. მისი ხელები ოლიკომ რომ იგრძნო
პირველად, მუცელში პეპლებმა ახალი სიცოცხლე მიიღეს და წამოიშალნენ, აფართქუნდნენ.
უკვე იცოდა, წინ დიდი ზღვა ელოდა.. როცა აკოცა, არაფერზე ფიქრობდა, უბრალოდ
გრძნობდა. პეპლები კი, გაჩნდნენ ყველგან.
კოცნის მომენტი ზუსტად 20 წამი გრძელდებოდა. ოლიკომ
იგრძენო სამუელის რძისფერი ტუჩები და პირი, რომელსაც ანანასისა და პიტნის გემო
ჰქონდა. თითქოს მთელი განვლილი 20 წელი ამ 20 წამს ელოდა, ამ 20 წამისათვის იცხოვრა.
თითო წელი - თითო წამისთვის. სხვას ვეღარაფერს ატყობდა, ის აღარ იყო. რაღაც
არარეალური ხდებოდა მის თავს. ხელები არ გაუშვია, ასე ყავდა ახლოს. ინსტიქტურად
ხელი მხარზე დაადო.
ბოლოს,
როცა მათი ტუჩები ერთმანეთს მოშორდა, მის თვალებს შეხედა. სამუელმა მზერა ჯერ ისევ
ტუჩებისკენ მიმართა, შემდეგ მანაც შეხედა. უფრო ამჩატებული ჩანდა. ოდნავ ხმამაღლა
გაუცინეს ერთმანეთს და თვალები დახარეს. გრძნობდნენ როგორ ტივტივებდნენ ერთმანეთში.
შემდეგ სამუელმა ამოთქვა:
- მშვიდობით.
- ერთმანეთს გასცდნენ. უკან შიშით ვერცერთი იხედებოდა. ოლიკოს ეღიმებოდა, ეფიქრებოდა, ეგრძნობინებოდა.
ისეთი ნამდვილი და მართალი იყო. ისევ იმ ანანასისა და პიტნის გემოს გრძნობდა. გრილ
და მსუბუქ სურნელს, რომელიც მის თმას ჰქონდა.
ოლიკო -
ჩაფიქრებული იდიოტი, მიუყვებოდა განათებულ ქუჩას შეუმჩნეველივით. ისეთი
დასრულებული იყო, რადგან მიიღო რასაც ელოდა, რაც უნდოდა და არაფერი ზედმეტი. ეს
იყო მათი ბოლო შეხვედრა. ამის მეტი ვეღარაფერი იქნებოდა. სწორედ ფიქრთა და
მოვლენათა საოცარ ჰარმონიას გრძნობდა და ეს ისე ამჩატებდა, ისე ალაღებდა... ახლა
ყველაზე ახლოს იყო მისი სახე და ნაკვთები. ისე მკვეთრი და ხელშესახები. იცოდა, ის იყო ერთადერთი , რომელსაც არასდროს არ
დაკარგავდა.
იმ ღამეს კი, ყველაზე მისტიკური, ყველაზე
ასტრალური და ნათელი მთვარე ამოვიდა ცაზე. სავსე, უცნაურად მოთეთრო-მოცისფრო
შუქებით.
თბილისში ჩამოსვლიდან მე-3 დღე.
ყველაფერი
ან ასე მთავრდება, ან არანაირად სხვაგვარად. სიყვარულიც ხომ ერთგვარი დასასრულია,
როცა იპოვნი შენს ადგილს.
ზის
ქართულ, მუქი ფერის კაფეში ოლიკო გიორგის გვერდით.
გიორგი
კი, ისევ ისეთია. მარცხნივ უზის, მარცხენა ხელში სიგარეტი უჭირავს და ბოლო ღერს გარეთ
აბოლებს. ოლიკო ცდილობს არსად „გაფრინდეს“. ბიჭი ნელა დააცურებს მარჯვენა ხელს
სახის წინ:
- ჰეი,
ოლიკო, სად დაფრინავ? აქ მოდი... - უცინის. - ისე შენ ჰაერში ერთი ოროთახიანი ბინა
გეყიდა, ცუდი არ იქნებოდა. - იცინის, ისე და გულში იხუტებს. გაბუტული ბავშვის
სახეს იღებს. სიამოვნებს ეს ზრუნვა.
- ასე
მგონია უდროობის დრო დაგვიდგა, გიო. - თვალებით ახედა ოლიკომ გიორგის. - ჩვენ
ორივეს. ნელ-ნელა ფეხს ვადგმევინებთ ამ ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ მერე უაზრო
„ორსტროფიანი ლექსებით“ ვუტენით თავს, პირს, მოქცევებს. ხომ გესმის?
- აი, მე
კიდევ რომ გიყურებ, მგონია სადმე ხარ წასული და ეს მბოჭავს, მაკომპლექსებს, რადგან
არ ვიცი, რა დროს მჭირდები. ყველაფერი კარგად იქნება, გესმის? - და მარცხენა
ლოყაზე კოცნის. ოლიკო თავს უქნევს უხმოდ.
გარეთ
დიდი ოკეანე იწყებს ღელვას. ერთ-ერთ ტალღას მართა და ლუკაც მოყვნენ. სიტუაცია უფრო
თბება, მრავალფეროვნდება. ოლიკო მართასთან აბამს საუბარს, მაგრამ ფიქრით ჩარჩენილია
ლიტერატურული კაფის №9 მაგიდასთან.
ბიჭები
ზოგად თემებზე მსჯელობენ, მერე ტექნიკის ნორმებსაც შეეხნენ. ოლიკომ დაინახა, როგორ
დაწვდა გიორგი მის მობილურს. ჯერ მესიჯებში შევიდა და დარწმუნებული იყო გრძელ და
უცნაურ ნომერთან გაგზავნილი და მისგან შემოსული უამრავი შეტყობინება ნახა. ღიმილი
გაუკრთა ტუჩზე, როგორც მოტყუებულ ბავშვს. შემდეგ კონტაქტებში მისი სახელი მოძებნა,
ხელი მოაბრუნა და ჰკითხა:
- ეს
ვინაა? - ოლიკო არ დაბნეულა, მძიმედ და ზლაზვნით გადაატრიალა თვალები. პასუხი
ზუსტად იცოდა. აღარაფერს მალავდა.
- არც
არავინ. - ტელეფონი გამოართვა და „ის“ წაშალა.
მერე ღიმილით
ისევ მართას მიუბრუნდა. ფიქრში გართულმა უცებ ჰკითხა:
- მართა,
რა უნდა ქნა, თუ ორი ადამიანი ერთდროულად გიყვარს? - სერიოზული იყო, ისიც.
- მეორესთან
უნდა დარჩე. ჯონი დეპმა თქვა ასე. - მართამ წვენი მოსვა და ერთი შეხედვით გაშიფრა.
- ვითომ
რატომ?
- იმიტომ,
რომ პირველი რომ საკმარისად გყვარებოდა, მეორე არ შეგიყვარდებოდა. - ორაზროვნად
გაუიღიმა. ოლიკოც დაცხრა. კარგად იცოდა რა მართალი იყო. ის ხომ ყველაზე ჭკვიანი,
ქერა მართა იყო, რომელმაც ოდესღაც თქვა:
„I do not understand how fine people alive in
this planet.“
...
თითქოს იქიდან ჩამოვარდა, რომლისკენაც ამდენი ხანი
ისწრაფვოდა და ახლა დგას მათი მარტოობის მეასე წელი.
რა
მარტივია არა?! ცვალოს ცხოვრება. წაერთვა თითქმის საკუთარი თავი. ბოლოს იმდენი
იძახა, სანამ ვარსკვლავები არ დაცვივდნენ. ოლიკომ კი ყველაფერი ფიქრად აქცია. გამოკეტა
ქვეცნობიერის ციხეში!
ვერავინ
მოყვება ასეთ შეგრძნებებს უბრალო ამბებად...